შპს ლაღი

შპს “ლაღი”-ს რესურსებს წარმოადგენს, როგორც ქონებრივი და ფულადი კაპიტალი. კომპანის გააჩნია საკუთარი 4500 კვ/მ მიწის ფართობი, რომელზეც მდებარეობს ლიმონათის ჩამოსასხმელი ქარხანა. ქარხანა აღჭურვილია ავტომატიზირებული გერმანული დანადგარებით, რომელთა წარმადობა შეადგენს 5000 ერთეულ ბოთლს საათში. ასევე გააჩნია დამხმარე საწარმოო და სააწყობე მეურნეობები, (ინდივიდუალური საქვაბე ორთქლის მისაღებად, მიღებული ნაყენებით სიროფების სახარში და საკუპაჟე ფართები, ხარისხის საკონტროლო ლაბორატორია, მაცივარ-დანადგარები, ტექნიკური და ბიოლოგიური ფილტრაციის სისტემა, ბოთლის ტარის პოლიეთილენით შესაფუთი დანადგარი და სხვ.). როგორც ავღნიშნეთ ტექნოლოგიური პროცესი, ნატურალური პროდუქტების მისაღებად, შეესაბამება სტანდარტებს. მაღალხარისხოვანი სასმელის წარმოებისათვის გამოიყენება ადგილობრივი ნედლეული, რაც უზრუნველყოფს საწარმოს შეუფერხებელ მუშაობას. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შერჩეული გვყავს მეწარმეები, რომლებიც გვაწვდიან ქიმიური სასუქების გარეშე მოყვანილ პროდუქტებს წარმოებისთვის საჭირო ხილსა და ციტრუსს. გარდა აღნიშნულისა, კომპანიას ყავს უცხოელი პარტნიორები, რომლებიც გვაწვდიან ყველა საჭირო შესაფუთ თუ სხვა დამხმარე მასალას. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია დაკომპლექტებულია უაღრესად მაღალპროფესიონალური და ინტელექტუალური პოტენციალის მქონე სპეციალისტებით.რომლებსაც გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება უალკოჰოლო სასმელების წარმოების განვითარების დარგში. კომპანიის მთავარი ტექნოლოგია ბატ. გიორგი გიორგაძე, რომელსაც კვებით მრეწველობაში წარმატებული საქმიანობისთვის მიღებული აქვს არაერთი…ჯილდო და სიგელი. მას მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული ინჟინერის საპატიო წოდება. ბატ. გიორგი გიორგაძეს 1986 წელს საწარმო გაერთიანება “თბილხილწყალ’’-მა და ყოფილი საბჭოთა კავშირის კვებითი მრეწველობის ინსტიტუტმა მიანიჭა საავტორო მოწმობა ახალი რეცეპტურის შექმნა-დანერგვისთვის: “ჩაის კონცენტრატის მიღება”. მეორე გამოგონება აქვს 1987 წელს: “უალკოჰოლო სამელის “ლებარდე”-ს მიღება”.

  • ჩვენი პროდუქტი

  • ისტორია

  • ჩვენს შესახებ