კომპანია “ლაღი” დაარსდა 2001 წელს. აშენდა ლიმონათის ჩამოსასხმელი ქარხანა, რომელმაც დაიწყო ხილის ნატურალური ვაჟინისაგან დამზადებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტის წარმოება. ინდივიდუალური და უნიკალური რეცეპტურების საშუალებით, შ.პ.ს. ”ლაღი” აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. დღესდღეისობით კომპანია “ლაღი” საქართველოს ბაზარს სთავაზობს 8 დასახელების პროდუქტს, ასევე 8 ნაირსახეობის ვაჟინს, რომელიც დამზადებულია კომპანიის სპეციალისტების მიერ, ძველი ქართული ტრადიციული და ახალი ინდივიდუალური რეცეპტურების გამოყენებით. კომპანია “ლაღი”-ს პროდუქციის ექსპორტირება დაიწყო 2003 წლიდან. პირველი საექსპორტო პროდუქცია გაიგზავნა რუსეთში, ქ. მოსკოვში. ეს იყო პოლიეთილენის 0.49 ლ ბოთლებში ჩამოსხმული 6 დასახელების ვაჟინი: ”ლიმონი”, ”ტარხუნა”, ”მსხალი”, ”ფორთოხალი”, ”ატამი”, ”იზაბელა”. 2004 წლიდან დავიწყეთ ლიმონათის ექსპორტირება მოსკოვში; 2005 წლიდან _ სოჭში; 2005 წლიდან _ აზერბაიჯანში; 2005 წლიდან _ ჩრდ.ამერიკაში, კერძოდ კანადაში,ქ. ტორონტოში; 2005 წლიდან _ სომხეთში; 2006 წლიდან _ უკრაინაში; 2007 წლიდან _ ყაზახეთში.